ფერმერები თხილის გადარჩენის პროგრამა გააცნეს

თბილისი (BPI) – მ თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე. მეთხილეობის დარგში წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

15 ჯგუფი შეხვედრებს დღეიდან იწყებს და მოიცავს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, აჭარის რეგიონებს. მეთხილე ფერმერებს მიაწვდიან ინფორმაციას თხილის მოვლის შესახებ, გააცნობენ ასევე „თხილის გადარჩენის პროგრამას“, რომელშიც ჩართვისა და პროგრამით გათვალისწინებული პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

ფერმერებთან შეხვედრაზე  სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურიშვილმა მწარმოებლებთან აქტიურ თანამშრომლობაზე განაცხადა – „ფერმერების მაქსიმალური ინფორმირებულობა და ჩართულობა მომავალ სეზონზე ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობაა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მათ გადაეცემათ შესაწამლი აპარატები, ექნებათ წვდომა აგროქიმიკატებთან, პესტიციდებთან და ფინანსურ რესურსებთან“

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …