ფერიმ და დარიალი ენერჯიმ StopCov ფონდში ₾0,5 მლნ გადარიცხა

თბილისი (BPI) – შპს „ფერიმ“ და სს „დარიალი ენერჯიმ“ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 0,5 მლნ ლარი გადარიცხეს.

“ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია იმ გამოწვევების გადალახვა, რის წინაშეც ახალმა ვირუსმა დაგვაყენა. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ სახელმწიფოს ამ ბრძოლაში” – აცხადებენ კომპანიებში.

StopCov ფონდი სპეციალური პლატფორმაა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სურვილის შემთხვევაში, შესალებლობა აქვთ, კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას თუ სხვა აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …