ფასები მკვეთრად გაიაფებულია, ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი კვირის და ერთი თვის წინ – ჯანდაცვის მინისტრი

აფთიაქებში რამდენიმე ათეული დასახელების თურქული მედიკამენტია შემოსული, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ფასები მკვეთრად გაიაფებულია, ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი კვირის და ერთი თვის წინ.

“ამ პროცესს ვაგრძელებთ.  ასევე ვაგრძელებთ იმ რეკომენდაციებს, რაც საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარს გამჭვირვალეს გახდის.

დღეისათვის დარეგისტრირებული გვაქვს 20-მდე თურქული მედიკამენტი, რომელიც საქართველოში შემოვიდა და აფთიაქებშია. სასიხარულოა ის ინფორმაცია, რომ თურქეთიდან რა მედიკამენტებიც უნდა შემოვიდეს და გზაშია, იმ მედიკამენტებზე, რაც ბაზარზე არსებობდა, შეთავაზებები დაიწყეს აფთიაქებმა და ამ კუთხითაც გაიაფდა. ჯამში, ველოდებით, რომ 200-მდე მედიკამენტი იქნება ისეთი, რომელიც თურქეთიდან შემოვა და ჩაანაცვლებს სხვა ქვეყნებიდან იმპორტს. შესაბამისად, მათი ფასები მკვეთრად გაიაფდება. თურქეთში დღევანდელი ვიზიტით კოლეგასთან დეტალურად განვიხილავთ საქართველოსთვის თურქული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას. გვექნება მნიშვნელოვანი შეთანხმება, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლება, ასევე მექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მასზე ფასების დაწესება. სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი კონკურენცია იყოს ამ მიმართულებით. ჩვენ პირდაპირი შეთანხმება და წვდომა გვექნება თურქულ მხარესთან, რომ ფასის ხელოვნურად აწევა არ მოხდეს მედიკამენტზე“, – აღნიშნავს მინისტრი.

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …