“ფაზის ოილი” ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაში $1,2 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს

თბილისი (BPI) – “ფაზის ოილი” ყულევში ნავთობგადამამუსავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. მშენებლობა მომალ წელს დაიწყება და 1,2 მლრდ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მშენებლობის დასრულება 3 წელში იგეგმება, წარმოებული პროდუქცია კი გაიყიდება როგორც ადგილობრივ ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

“ფაზის ოილის” გენერალური დირექტორი გია შავდია ქარხნის ამოქმედების შემდეგ საწვავის 10-20%-ით გაიაფებას ვარაუდობს.

პროექტის მიხედვით, მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, ლიდერი კომპანიების მონაწილეობით (Axens, Tecnicas Reunidas, Royal dutch Shell) იგეგმება.

მენეჯმენტის შერჩევაზე მოლაპარაკებებია დარგის მსოფლიო გიგანტებთან, Cepsa, Royal Dutch Schell. საწარმოო პროცესით ნედლი ნავთობი თითქმის სრულად (98%-ით) გადამუშავდება. მყარი ნარჩენები არ ექნება და ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 5“-ისა და „ევრო 6“ სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავი უნდა აწარმოონ. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, იმპორტიორებიდან, ექსპორტიორ ქვეყნებში უნდა გადაინაცვლოს.

5 წლის შემდეგ, როცა ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოებით $50-60 მილიონს მიიღებს.

შემთხვევითი სიახლე

ლევან დავითაშვილი: რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველყოფისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისთვის

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სტამბოლის ენერგეტიკული ფორუმის მინისტერიალის პანელურ სესიაზე …