უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ “მწვანე პასპორტის“ კონცეფცია განიხილა

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
როგორც საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს „მწვანე პასპორტის“ გამოყენებასთან დაკავშირებული წინადადებები, რომელთა შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართება და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომა დამატებით ჩაინიშნება.

შემთხვევითი სიახლე

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის საორგანიზაციო სხდომაზე, კომისიის წევრებმა თავმჯდომარე …