უწესო მძღოლების რეგულაციები მკაცრდება

თბილისი (BPI) – ავტოსაგზაო დარღვევებზე  სანქციები  კიდევ მკაცრდება. შს მინისტრმა „მეტი სიცოცხლისთვის“ – 2019 წლის სტრატეგია წარმოადგინა.

როგორც იცით სანქციები  რამდენიმე რაუნდად გამკაცრდა, ამოქმედდა  ქულების სისტემა, გაიზარდა არაფხიზელი  მძღოლების ჯარიმა. წლის ბოლომდე ასევე გაიზრდება ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამისი სანქციას დააკისრებენ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალ კამპანიაზე თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებით ინსტალაციებზე. შეიქმნა ვებ-გვერდიც formore.life და ფეისბუქ-გვერდი, მაქსიმალური და ოპერატიული ინფორტმირებისთვის.

2019 წლის ბოლომდე, 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა ამოქმედდება, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით საავტომობილო გზის 700 კმ.-მდე მონაკვეთი გადაიფარება.

სამინისტრო ინოვაციურ, ავტომობილის ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებს ნერგავს, რაც საპატრულო პოლიციას ადგილზე მოქმედების საშუალებას მისცემს.

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …