უცხოეთში ქართული ბრენდის და ჭაჭის გაყიდვები იზრდება

თბილისი (BPI) – უცხოეთში ქართულ ბრენდსა და ჭაჭაზე გაყიდვები იზრდება.

მსოფლიოს 18 ქვეყანაში იანვარ-ივნისში 12,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი გაიყიდა, 50%-ით მეტი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბრენდის ექსპორტიდან ქვეყანამ $27,4 მლნ მიიღო (+62%).

ამავდროულად 23 ქვეყანაში 238 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა გაიყიდა, (+34%), ჭაჭის ექსპორტიდან შემოსავლები $633 200 აღწევს (+20%).

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …