უცნაური გარემოებები ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმეში – რა გამოავლინა წერილის ექსპერტიზამ

თბილისი (BPI) – ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში, ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ უცნაური გარემოებაა. ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა მუქარის წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმის მასალებში არ შეიტანა, ასევე არ არიან დაკითხული ის პირები, რომლებსაც გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის მიღებაზე უთხრა.

“დასახელებულები არიან ადამიანები და ისინი უნდა გამოიკითხონ”.

როგორც კორძაძე ამბობს, ექსპერტიზის შედეგებით წერილზე ათეულობით ანაბეჭდია და დისკს ის პროკურატურას გადასცემს, დანარჩენი კი გამოძიების საქმეა.

„აღნიშნულია ადგილები სად არის ანაბეჭდები, ყველა ანაბეჭდი მკვეთრია და გამოდგება შედარებისთვის“, – აცხადებს ადვოკატი.

ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ პროკურატურას შეუძლია ეს ანაბეჭდები შეადარონ იმ ბაზას, რომელიც გააჩნიათ და დაუსვან კითხვა – საიდან აღმოჩნდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …