უფასო ფაკულტეტები უქმდება

თბილისი (GBC) –”50 000-მდე ბავშვი მივიღეთ, რომელსაც სკოლა არ აქვს დამთავრებული” , – განათლების მინისტრმა გამოცდების გაუქმების მიზეზები ახსნა.

მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ მე-11, მე-12 კლასის გამოცდები განათლების სისტემის ალტერნატივა გახდა და სასკოლო პროგრამა უგულებელყოფილია.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით დაუყოვნებლივ საზრუნავია სკოლის გარეთ დარჩენილი 50 000 მოსწავლე, რომელთა პროფესიულ სწავლებას და გადამზადების კურსს სახელმწიფო დააფინანსებს.

უნარების გამოცდის გაუქმებასაც მინიტრი კვლევებით ხსნის. თავის დროზე სოციალური უთანასწორობის გათანაბრების მიზნით შემოღებული გამოცდის შედეგმა რეგიონის და თბილისის მოსწავლეების შეფასებაში 8 ქულიანი განსახვავება აჩვენა . ამასთან გამოცდის გაუქმება უმაღლესი სასწავლებლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭების მიზანსაც ემსახურება.

მინისტრმა კიდევ ერთ ახალ ინიციატივაზე განაცხადა. სამინისტრო უფასო ფაკულტეტების გაუქმებაზე მუშაბს და გაისად აღარ იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …