უნიკალური ქართული გემო – ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, აგრობაზარი გაიმართება

25 და 26 ივნისს, დედაენის ბაღში, 16:00-დან 21:00 საათმდე, ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ორდღიანი აგრარული ბაზარი, სახელწოდებით – „უნიკალური ქართული გემო“ – გაიმართება. მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 40-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი.

ყველი, თაფლი, მურაბები, საწებლები, ფქვილი და ხორცპროდუქტები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქტების, რომლებიც ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი. თბილისურ ბაზარზე მოსული დამთვალიერებელი აღმოაჩენს ნიშურ აგროპროდუქტებს, რომელთა უნიკალურ გემოვნურ თვისებებს მათი ადგილწარმოშობა – ისტორიული, კულტურული თუ ტერიტორიული მახასიათებლები განსაზღვრავს.

ღონისძიების მონაწილე ფერმერები FAO-ს, ევროკავშირის და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ბენეფიციარები არიან. პროექტების ფარგლებში ფერმერთა დახმარება ხორციელდება როგორც აგროგანათლების, ისე საგრანტო თანადაფინანსების კუთხით.

ღონისძიების გახსნას დაესწრებიან FAO-ს, ევროკავშირის და პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელები.

აგრობაზრობა იმართება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …