უკრაინის მოქალაქეები საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას “ლიბრთი ბანკში” საკომისიოს გარეშე შეძლებენ

უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას “ლიბრთი ბანკში” საკომისიოს გარეშე შეძლებს. როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდეა ხელმისაწვდომი.

“მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს და გაცნობებთ, რომ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს.

ნულოვანი საკომისიოს პირობა 31 მარტამდე უკვე ხელმისაწვდომია:

Contact

IntelExpress

Moneygram

Ria Money Transfer

Unistream

Welsend

Western Union

საკომისიოს გარეშე გზავნილებით სარგებლობისთვის საკმარისია მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა”, აღნიშნულია “ლიბერთი ბანკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახელი ალპების მთებში – Freeride World Tour: Georgia Pro 2026 ავსტრიაში ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ჩართულობითა და ფრირაიდის მსოფლიო ტურის გადაწყვეტილებით, …