უკრაინელი მფლობელების მიმართ, საბაჟო ფორმალობების აღსრულებაზე შეღავათები დაწესდა

უკრაინაში საომარი მდგომარეობით შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, ავტოიმპორტიორებთან და შსს მომსახურების სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში ავტომობილების იმპორტიორთა ხელშეწყობის და საქონლის გატანის ვადების დარღვევასთან დაკავშირებული საბაჟო პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ.

საკითხი შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინის დანიშნულებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ ავტომობილების გაყვანას კანონმდებლობით დადგენილ 45-დღიან ვადაში.

საბაჟო სამართალდარღვევისთვის კუთვნილი სანქციისგან გათავისუფლდება 100 ერთეულზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …