უკრაინელი ინვესტორი ქართული ხიზილალის ექსპორტზე გატანას გეგმავს

თბილისი (BPI) – უკრაინული ინვესტიციით საქართველოში სატბორე მეურნეობების მფლობელი კომპანიების გაფართოებას გეგმავს.

კომპანია Aqua farm village khashmi ხაშმში წარმოებული თევზი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. მომავალი წლიდან წარმოების გაფართოება და შავი ზუთხის მოპოვება იგეგმება.

თეთრიწყაროში, სოფელ ტბისში კომპანია Rioni sturgeon factory ნორვეგიის ორაგულსა და ჩილეს ორაგულს აწარმოებს. მიმდინარეობს მუშაობა კალმახის ხიზილალის წარმოებაზე. ამავე მიმართულებით მუშაობს მესამე კომპანია Club admiral.

როგორც კომპანიების მფლობელი სერგეი პანჩენკო აცხადებს, განხორციელებული უკრაინული ინვესტიცია, ბოლო წლების განმავლობაში, 10 მილიონ დოლარს აჭარბებს. საქართველოში არსებულ სატბორე მეურნეობაში მოყვანილი ქართული ხიზილალის გატანა, სამომავლოდ, მსოფლიო ბაზარზე იგეგმება. ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს.

სოფელ ხაშმსა და სოფელ ტბისში არსებულ თევზსაშენებში ათას ტონაზე მეტი თევზი მოჰყავთ, რომლის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე, დსთ-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანის ბაზრებზე ხდება.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …