“უკრაინაში გაზის საფასური 35%-ით იზრდება, ჩვენთან კი მთავრობა ასუბსიდირებს მოსახლეობის კომუნალურ გადასახადებს”

თბილისი (BPI) – „მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში “განხორციელებული” რეფორმებით “კმაყოფილი” კიეველები აი ასეთ პოსტებს დებენ სოციალურ ქსელებში – მოვიდა ზამთარი და გაუძვირეს გაზი კოვიდით გაწამებულებს,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტებს უკრაინაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის 35%-ით გაზრდის შესახებ.

„მშვენიერი რეფორმაა, ვერაფერს იტყვი, თანაც უკრაინაში, სადაც თავის გაზიც აქვთ და ნავთობიც, ჩვენ კი – არცერთი. უკრაინაში მოხმარებული გაზის საფასური 35 პროცენტით იზრდება. ჩვენი მთავრობა ამ ზამთარსაც დაასუბსიდირებს მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც არჩევნებს არჩევნებზე აგებს, ურჩევია მომთაბარე „რეფორმატორი” სააკაშვილი გაუშვას სამსახურიდან, რომელმაც აქ წააგო არჩევნები. წაგებული, წაგებულს აეკიდაო, ნათქვამია!“ – აღნიშნავს ექსპერტი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …