უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის

“საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის. მალხაზ დოლიძის თქმით, ქვეყანაში ფქვილის მარაგის კუთხით პრობლემები არ არსებობს.

“ბოლოს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დაახლოებით, 75-76 ლარად იყიდებოდა. დღევანდელი ფასი არის 79 ლარი. გარდა ამისა, რუსეთიდან შემოსული ფქვილის ფასიც ნელ-ნელა ზემოთ იწევს. რაც მთავარია, არ არის სტაბილური ხარისხი. ხარისხებს ეტყობა ვერ არჩევენ, რაც მოხვდებათ, ის მოაქვთ, იმიტომ რომ იციან, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს,“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო …