უახლოეს მომავალში IATA საქართველოს საავიაციო ბაზრის სექტორულ ანალიზს მოამზადებს

თბილისი (BPI) – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) უკრაინის, საქართველოს და სასომხეთის რეგიონალურ წარმომადგენელს, ალექს ონაცკის უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ავიაკომპანიების კომერციული და ოპერაციული შესაძლებლობები, ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები და დარგის რეგულირების კუთხით მიმდინარე სიახლეები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე IATA-ს საავიაციო უსაფრთხოების და საფრენოსნო ოპერაციების რეგიონალური დირექტორის (ევროპა) ვიზიტს საქართველოში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

ამასთან, როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში IATA საქართველოს საავიაციო ბაზრის სექტორულ ანალიზს მოამზადებს. კვლევის მიხედვით, შეფასდება ქვეყნის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, საავიაციო ბაზარზე დაშვების და ქვეყნის სავიზო პოლიტიკა, მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენციები, კონკურენტუნარიანობა და ტარიფები, საჰაერო ტრანსპორტის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, დარგში დასაქმებული სპეციალისტები რაოდენობა და სხვა პარამეტრები. სააგენტომ თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდების და სხვა უწყებებიდან/ინდუსტრიიდან მიღებული მონაცემების დამოწმების თვალსაზრისით.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …