უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა გრძელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქალაქე, რომლის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა ჯამში 65 780 ლარის ღირებულების 14 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 25 380 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
ამავე დროს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 34 ფაქტი, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 37 პირი, რომელთაგანაც 9 დაკავებულ იქნა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …