საქნახშირი მუშაობას ნოემბრიდან განაახლებს, ხელფასებს ახალი მფლობელი დაფარავს

თბილისი (BPI) – გაფიცული მეშახტეები სახელფასო დავალიანებას  Steell International Trades-ი გადაიხდის. ინვესტორი საქნახშირის  100% წილის  მფლობელი ხდება. GIG -ის აქტივის გასხვისებას მხარეები  იურიდიულად აფორმებენ. შეთანხმება ვალდებულებების გადაცემაზე უკვე მიღწეულია.   კომპანია, აფრიკის და შავის ზღვის აუზში ნახშირის გაყიდვის გამოცდილებით, მეშახტეების 1 მლნ-ზე მეტ დავალიანებას  ორშაბათს გაისტუმრებს (30 სექტემბერი) და 1 ნოემბერიდან მოპოვებით სამუშაოებს განაახლებს.

“ხელფასების საკითხი უნდა გადაწყდეს უსწრაფესად“, –  ამ მისიით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში პრემიერმა მიავლინა.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …