“მწვანე ალტერნატივა” 6 საბადოს უქციონის გაუქმებას ითხოვს

თბილისი (BPI) -ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩის მოპოვების ლიცენზიაზე საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა  ამოუიწურა 13 თებერვალს.„მწვანე ალტერნატივა“ ამ და 5 აუქციონების გაუქმებას ითხოვს “100 საინვესტიციო შეთავაზებიდან”, მიაჩნია, რომ  კანონდარღვევითაა გამოცხადებული.

არასამთავრიბო/ო-ს ცნობით, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა  სკრინინგის განხილვა ჯერაც არ დაწყებულა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლით კი წიაღის სააგენტომ გამოცხადებამდე უნდა მიმართოს.

პროცედურა 3 შედეგით შეიძლება დასრულდეს: სკრინინგით თუ გადაწყდა, რომ არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ-ს), ლიცენზიანტმა  მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები და სხვა გარემოსდაცვითი ნორმები  უნდა დაიცვას.

მაგრამ თუ სამინისტროს გადაწყვეტილებით, გზშ აუცილებელია, ლიცენზიანტმა კვლევისთვის შესაბამისი ხარჯი უნდა გაიღოს.

მწვანე ალტერნატივის შეფასებით, კანონდარღვევის დაფარვას სააგენტო შემდეგი ჩანაწერით ცდილობს: „ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება: “…ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით’’ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება“. სკრინინგის გადაწყვეტილების არქონისას კოდექსის მოთხოვნები ბუნდოვანია ლიცენზიის მაძიებლისათვის და მომავალში, შესაძლოა, დავის საფუძველიც გახდეს.

არსებობს რისკი, რომ 6 ლიცენზიის აუქციონზე გატანამ,  იმოქმედოს განხილვაზე  და სამინისტროს უბიძგოს  წიაღის სააგენტოსთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისკენ.

მწვანე ალტერნატივა აუქციონების გაუქმებას ითხოვს:

  1. აუქციონი –  „ღორეშას“ გამარმარილოებული (მოსაპირკეთებელი) კირქვის გამოვლინება (კატეგორია – P, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა (სამივე უბანზე ერთად) – 890 625 კვ/მ).

სკრინინგის განცხადება – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშას მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, 890625მ3 „ღორეშას” კირქვის (სხვა საშენი მასალა) მოპოვების პროექტი

საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 18 თებერვალს იწურება.

  1. აუქციონი – დასახელება: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).

სკრინინგის განცხადება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქოსალარის მიმდებარე ტერიტორიაზე 1576000კვ/მ „ქოსალარი II”-ის (საყდარის) ბაზალტის (მოსაპირკეთებელი) მოპოვების პროექტი. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.

  1. აუქციონი – დასახელება: ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩიის საბადო (კატეგორია – B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის (საღორღე ნედლეული) ჯამური მოცულობა – 3 398 000 მ3).

სკრინინგის განცხადება – ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩის მოპოვება. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 13 თებერვალს ამოუიწურა .

  1. აუქციონი – დასახელება: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე, „ხანჩალის“ ტორფის საბადო (კატეგორია – A, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 63 000 ტონა).

სკრინინგის განცხადება – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე 63 000ტ ტორფის მოპოვება.საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.

  1. აუქციონი – დასახელება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).

სკრინინგის განცხადება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქოსალარის მიმდებარე ტერიტორიაზე 1576000მ3 „ქოსალარი II”-ის (საყდარის) ბაზალტის (მოსაპირკეთებელი) მოპოვების პროექტი. საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …