„ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“-კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა კონფერენციას „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“ გამართავს. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ.
სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა ნაშრომები უნდა მოამზადონ ტურიზმში მწვანე ინვესტიციების შესაძლებლობების შესახებ, მათ მიერ შერჩეულ (ქვეყნის, კურორტის, ქალაქის, სოფლის, სასტუმროს ან სხვა ტურიზმის სერვისის მიმწოდებლის) დონეზე. გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება, კონფერენციის ფინალურ ეტაპზე გასულ ყველა გუნდს გადაეცემა სერტიფიკატი. ანგარიშები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში აიტვირთება.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობას და სტუდენტების ჩართულობას ტურიზმის განვითარების საკითხებში.

მნიშვნელოვანი თარიღები:

30 მარტი – გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს;
6 მაისი – რეგისტრირებული გუნდების ანგარიშების მიღების ბოლო ვადა (მოცულობა 10-15 გვერდი);
10 მაისი – ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების გამოვლენა;
21 მაისი – პრეზენტაციების და გამოგზავნილი ანგარიშების საფუძველზე გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.
საკონტაქტო ინფორმაცია: ctsconference2023@cu.edu.ge

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …