ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ეკოტურიზმის სტრატეგით გათვალიწინებული წლის სამუშაოები შეაჯამა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან GIZ ერთად საზოგადოებას საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგია და 2021 წელს შესრულებული სამუშაოები გააცნო.

პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, ეკო ტურიზმის დარგობრივი პროფესიული ასოციაცია და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება იყო წარმოდგენილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვით საქმიანობაში ჩართული დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შესრულებული პროექტები გააცნო, რომელიც სტრატეგიის მიხედვით მომზადდა.

ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-30 წლებს მოიცავს. სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს 3 წლიანი სამოქმედო გეგმაზე მუშაობა.

შეხვედრაზე განხილული იყო 2022 წლის დაგეგმილი აქტივობები.

„ეკოტურიზმი ქვეყნისთვის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს, შესაბამისად სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება კულტურული, ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვით შთამბეჭდავი ტურისტული პროდუქტის ფორმირება მოვახდინოთ, ხოლო ამის შემდეგ შიდა და საერთაშორისო ტურისტული ბაზრებს შევთავაზოთ, რაც პირდაპირ აისახება გაზრდილ ტურისტულ ნაკადებსა და ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილ ინტერესზე.”-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა GIZ და გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელით თითქმის 30 წელია რაც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მხარდაჭერას. რამდენიმე წელია რაც GIZ საქართველოს ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც ეხმარება. დღეს არის ანგარიშის წარდგენა ეკოტურიზმის სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის, თუ რა განხორციელდა რა იგეგმება 2021-23 წლის პერიოდში. GIZ განაგრძობს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერას, პანდემიამ აჩვენა, რომ მწვანე, მდგრადი ეკო ტურისტული მიმართულებები ხელს შეუწყობს ტურიზმის აღდგენას.” -აცხადებს დარიკო გოგოლი GIZ-ის პროგრამის კოორდინატორი.

ეკოტურიზმისა და ეკოტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით სტრატეგიის შექმნაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეროვნული სატყეო სააგენტო მუშაობდნენ. სტრატეგია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ დახმარებით შემუშავდა, პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …