no caption

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტულ ობიექტებზე საპირფარეშოების მოწესრიგებას აანონსებს

თბილისი (BPI) – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ქვეყანაში სანიტარული კვანძების მოწესრიგებას დაანონსა.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის აქტიურად იმუშავებს.

“არ შეიძლება ვამბობდეთ, რომ მაღალმხარჯველი ტურისტი გვინდა და თბილისიდან ყაზბეგამდე ელემენტარულად მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას ვერ ვხედავდეთ”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე უკვე შერჩეულია 70 მიმართულება სადაც სანიტარული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი  ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას მართავს, სადაც ის ადმინისტრაციის სამომავლო გეგმებს წარადგენს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი “საჩხერის წყალკანალის” აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შპს “საჩხერის წყალკანალის” აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის …