ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე საგანგებო ღონისძიების ჩატარების ადგილი უკვე ცნობილია

თბილისი (BPI) – Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-5 საიუბილეო ცერემონია გაიმართება  SHERATON GRAND TBILISI METECHI PALACE- ში 2019 წლის 6 დეკემბერს.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ „ოსკარს “ ინდუსტრიის მიღწევების აღსანიშნავად

წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა პროექტისთვის და მისი ფორმატი საკმაოდ განსხვავდება წინა წლების მოვლენებისგან, რადგან ორგანიზატორები ნამდვილი საიუბილეო საღამოს შექმნას თითოეული სტუმრისთვის, და გთავაზობთ გალა-ვახშამს ინტერაქტიული პროგრამით და მრავალი სიურპრიზით. წლევანდელი After-Party ასევე განსხვავებული ელემენტებით  იქნება, რომლის  დეტალები საიდუმლოდ ინახება და სტუმრებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დაჯილდოების ცერემონიაზე 250-ზე მეტი ნომინანტიდან მხოლოდ ღირსეულები გახსდებიან ფინალისტები ან დასახელდებიან „საუკეთესოდ“  26 სხვადასხვა ნომინაციაში.  ჩვენ ასევე მოხარული ვართ აღვნიშნოთ, რომ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ფინალისტებსა და გამარჯვებულებს 2019 წლის ახალ კატეგორიებშიც:  „საუკეთესო ავიაკომპანია“, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა“, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი“, „საუკეთესო სოფლის ტურიზმი“, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა“, „H2O Water Saving Award” – ნომინაცია შექმნილი სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, და სპეციალური პრიზი – Khetsuriani Trophy.

ღონისძიებას დაესწრება 700-მდე სტუმარი, აქედან იქნებიან: საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, მენეჯმენტის და გენერალური მენეჯერების, ბაზრის წამყვანი დეველოპერების, ქვეყნის ძირითადი საწარმოების, მთავრობის წარმომადგენლების, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ძირითადი სასტუმროს ოპერატორების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები. სააგენტოები და ტუროპერატორებ, მედია და პრესა.

უკვე მეხუთე წელია,დაჯილდოების პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ბანკი,სამინისტრო,
ოფიციალური მხარდამჭერები: ეკონომიკსა და მდგრადი განვითრების, თბილისის მერია, საპარტნიორო ფონდი და დაცული ტერტორიების სააგენტო.
პროექტის გენერალური სპონსორია – ალიანს ჯგუფი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …