ტრანსპორტში პირბადე სავალდებულოა, კონდიცირების სისტემის ჩართვა კი იკრძალება

თბილისი (BPI) – მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მიკროავტობუსებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ასევე ტრანსპორტში აკრძალული იქნება კონდიცირების სისტემის ჩართვა.

„როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია და ეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს. ამას ჩვენ ზედამხედველობას გავუწევთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რომ მაქსიმალურად ნიავდებოდეს“,- განმარტა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ …