ტოკიოში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 7 მაისამდე გასტანს

თბილისი (BPI) – იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში Terrada Warehouse გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ დღეს გაიხსნება.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. 

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 7 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტი მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციცია „ქართული ღვინოა,“ მხარდამჭერები კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „საქპატენტი“ და ეროვნული მუზეუმია. 
გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ  „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.

იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, Warpqsuare-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …