“ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 3 საავტომობილო ბრენდის დილერი გახდება

თბილისი (BPI) – კომპანია “ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 2019 წელს ბაზარზე დამატებით 3 საავტომობილო ბრენდის დილერი გახდება.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ირაკლი გურჩიანი ამ ეტაპზე საავტომობილო ბრენდებს არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ მოლაპარაკებები მწარმოებლებთან უკვე დასრულებულია და მომხმარებელს გაზაფხულის ბოლოდან 3 ბრენდს შესთავაზებს.

“ტოიოტა ცენტრი თბილისი” საქართველოში 22 წელია საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს Toyota-ს ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს „ტოიოტა ცენტრი თბილისისგან“ ავტომანქანის მაღალ-პროფესიონალური სერვისით ისარგებლოს, რომელსაც Toyota-ს სერტიფიცირებული ხელოსნები ახორციელებენ. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“  შოურუმი და სერვისცენტრი, Toyota-ს საერთაშორისო სტანდარტებთან არის შესაბამისობაში და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული.  

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …