„ტიტანიკის“ მგზავრის საათი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

„ტიტანიკის“ მგზავრის ოქროს საათი აუქციონზე რეკორდულ ფასად – £1.78 მილიონად გაიყიდა. ვაჭრობა ვილტშირში, აუქციონის სახლის Henry Aldridge and Son Auctioneers მიერ ჩატარდა.

ნივთი ბავარიაში დაბადებულ ამერიკელ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, აისიდორ შტრაუსს ეკუთვნოდა, რომელიც ლეგენდარულ ლაინერზე მეუღლესთან, იდასთან ერთად მოგზაურობდა. ისინი იმ 1 500-ზე მეტ ადამიანს შორის იყვნენ, ვინც ხომალდის აისბერგთან შეჯახების შედეგად, 1912 წლის 14 აპრილს დაიღუპა.

კაცის ცხედარი ატლანტის ოკეანეში კატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს. 18-კარატიანი ოქროსგან დამზადებული საათი მას ჯიბეში ედო და მას შემდეგ ოჯახის საკუთრებაში რჩებოდა. საათი 02:20-ზე არის გაჩერებული – სწორედ ამ დროს ჩაიძირა გემი. ნივთი აისიდორს იდამ 43-ე დაბადების დღეზე აჩუქა.

არსებული ინფორმაციით, იდა შტრაუსმა ნავზე თავისი ადგილი დათმო და თქვა, რომ ურჩევნია მეუღლის გვერდით დაიღუპოს. მისი ცხედარი ვერ იპოვეს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე სემეკის წევრის თანამდებობაზე აირჩია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტმა გიორგი ფრუიძე  აირჩია. …