ტავ ჯორჯია ბათუმის აეროპორტის გაფართოებაში $14 მლნ-ის ინვესტიციას ჩადებს

ტავ ჯორჯიამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის ემზადება, კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოისაზღვრა ტერიტორია, სადაც ივლისიდან საექსკავაციო და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად დაიწყება.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, ტავ ჯორჯია 14 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …