სუფთა წყალი ბუნებას –  RMG -ის  გარემოსდაცვითი პროექტი 

თბილისი (BPI) – კაზრეთში (ბოლნისის რაიონი) გერმანელ მეცნიერთა ჯგუფთან და პორტუგალიელ  ტექნოლოგებთან RMG წყლის გამწმენდ აშენებს. პროექტის ღირებულებაა  – 2.5 მლნ ევრო.

არ ემჯი კუპერის ინფორმაციით,  40 წლის ისტორიული სანაყაროდან წვიმის დროს  მდინარეში მჟავე წყლები ჩაედინებოდა. ახალი წყლის დამჭერი დანადგარები გაფილტრავს წყალს და  მდინარეში გასუფთავებული წყალი მოხვდება, რაც მდინარეს მინიმალურ დაბინძურებისგან იცავს.

გარემოს დაცვის  პროგრამის  ფარგლებშია მტვრის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვა.  საწარმოო პროცესების შედეგად წარმოქმნილი მტვრის აღმოსაფხვრელად, საწარმოში დამონტაჟდა მტვრის დამჭერი ფილტრების სისტემები.

ამ ეტაპზე  საწარმოში $250 000  ღირებულების  3   დანდგარი მუშაობს და წელს მე-4 დაემატება. გარემოსდაცვის პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 30 000 000 ლარია და 2021-ს უნდა დასრულდეს.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …