სურსათის უვნებლობა და COVID-19

თბილისი (BPI) – FAO-ს სურსათის უვნებლობის ექსპერტების  რჩევებს აქვეყნებს. ორგანიზაციის გავრცელებულ რელიზში სურსათის უვნებლობისა და COVID-19-ის შესახებ ცნობებია მოწოდებული:

  • ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება COVID-19-ის საკვების გზით გავრცელების შესახებ. ვირუსი ძირითად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირებული ადამიანისგან გამოყოფილი ბიოლოგიური მასალა (მაგალითად დაცემინების დროს წარმოქმნილი წვეთები) ნივთებსა და ზედაპირებზე დარჩეს, თუმცა  ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არის თუ არა საკმარისი ინფექციის ეს რაოდენობა სხვა  ადამიანის  დასნებოვნებისათვის.
  • კორონავირუსი არ მრავლდება საკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიებს ხელსაყრელ პირობებში საკვებზე გამრავლება და ზრდა შეუძლიათ, ვირუსს, როგორც COVID-19-ია, სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი სიცოცხლისა და გამრავლებისთვის.
  • უმი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა უსაფრთხოა. ამჟამად არ არსებობს COVID-19-ის საკვებით გავრცელების არანაირი მტკიცებულება. თუმცა, სანამ ხილისა და ბოსტნეულის დაჭრას, გათლას ან მირთმევას დაიწყებთ, პროდუქტი კარგად გარეცხეთ სუფთა წყლით, საპნის ან სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გარეშე.
  • შესაფერის ტემპერატურაზე საკვების მომზადება ავადმყოფობის პრევენციის კარგი ხერხია. საკვების მომზადება ან გაცხელება პათოგენების განადგურების ტემპერატურამდე (70°C ორი წუთის განმავლობაში) ამცირებს საკვებით გადამდები ნებისმიერი დაავადების რისკს, ვირუსების ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის შესწავლილი, თუ როგორ რეაგირებს COVID-19 საკვების გაცხელებაზე, დაზუსტებულია, რომ სხვა კორონავირუსები ამ ტემპერატურაზე ნადგურდებიან.
  • საკვების შეფუთვის შეხებისას ვირუსის გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა. ექსპერიმენტით დამტკიცებულია, რომ COVID-19 ცოცხლობს სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის, საკვები პროდუქტების შესაფუთად გამოყენებად პლასტმასაზე და მუყაოზე, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ვირუსთან ამ გზით კონტაქტი საკმარისი იყოს ადამიანის ინფიცირებისთვის. მუხედავად ამისა, ყოველთვის დაიბანეთ ხელები საკვების ამოლაგების შემდგომ. გაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირს რომელზეც პროდუქტები იდო. ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირს ან პირს, საკვებთან ან საკვების შეფუთვასთან შეხების შემდგომ.
  • გახსოვდეთ COVID-19-ის თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდია – ჰიგიენის წესების დაცვა. დაემორჩილეთ უსაფრთხოების ადგილობრივ წესებს, საკვების შერჩევისა და რიგში დგომისას დაიცავით ფიზიკური დისტანცია. ხელები მუდმივად სუფთად გქონდეთ და არ წახვიდეთ საყიდლებზე თუკი ავადმყოფობის რაიმე სიმპტომები შენიშნეთ. საყიდლებზე წასვლის შემდეგ, სანამ საკვებს შეეხებით, სანამ რამეს მიირთმევთ ან მას შემდეგ, რაც საპირფარეშოს გამოიყენებთ ყოველთვის დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

ფერმერებისა და მწარმოებლების შრომასა და  კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული მომხმარებელთა ჯანმრთელობა! მხარი დაუჭირეთ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო წარმოების სფეროში მომუშავე ადამიანებს, გახსოვდეთ, სწორედ ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი სურსათით მომარაგებას.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …