სურსათის ეტიკეტირების ახალ წესზე ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მომზადდა

თბილისი (BPI) – სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებები მომზადდა

სახელმძღვანელო მითითებები პრაქტიკული რჩევების და რეკომენდაციების ერთობლიობაა, რაც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ბიზნესოპერატორებს და გაუადვილებს მათ ნორმატიული აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.

სახელმძღვანელო მითითებები მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო მითითებები (გაიდლაინი) იხილეთ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე: http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/9398 და სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.

2019 წლის 1 მარტიდან მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი ტექნიკური რეგლამენტით რეგულირდება.

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …