სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ოჯთ-ს იძულებითი რეალიზაციის პროცესი შეაჩერა

თბილისი (BPI) – ხელისუფლებას “ომეგა ჯგუფის” საქმეზე სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება აეკრძალა, –
სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა მედიას დღეს გააცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ომეგას მთლიანი ქონება აუქციონზე გაიყიდებოდა, თუმცა როგორც აღდგომელაშვილმა განაცხადა, საქართველოს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ.

„ამგვარი უკანონო მოქმედებების მიზანი დასაწყისიდანვე იყო ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისა და მის მფლობელობაში არსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დაუფლება სახელისუფლებო ძალადობის გზით.

პირადი ანგარიშსწორების რეალური საფრთხის მიუხედავად, ზაზა ოქუაშვილმა კორუფციასა და გამოძალვაში ამხილა საქართველოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. სრული კრახით დასრულდა მმართველი პარტიის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის დეკლარირებული მხარდაჭერის იძულების მცდელობა. ამის მიუხედავად, კვლავ გრძელდებოდა მიზანმიმართული უკანონო შეტევა ზაზა ოქუაშვილსა და „ომეგა ჯგუფზე“, – განაცხადა აღდგომელაშვილმა.

აღდგომელაშვილი კომპანიაში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო, აღნიშნა, რომ საწარმო პარალიზებულია, მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს „იბერიას“ და უმუშევარი დარჩა 1 500-მდე ადამიანი.

„კომპანიის ხელოვნურად გაჩერება არ აღმოჩნდა საკმარისი: 2019 წლის 22 თებერვალს მივიღეთ შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან. წერილით გვეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება გაიყიდებოდა აუქციონზე.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა 22 მარტს მიმართა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით, ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …