სს „ხალიკ ბანკი საქართველომ“ ყაზახეთის საფინანსო ბაზარზე სამწლიანი ობლიგაციები განათავსა

სს “ხალიკ ბანკი საქართელოს“ სამწლიანი ობლიგაციები ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის – AIX ბირჟაზე განთავსდა, ყოველდღიურ რეჟიმში სავაჭროდ.
პირველი ემისიის მოცულობა შეადგენს 15,000,000 აშშ დოლარს, რომელიც არის ბანკის 45,000,000 აშშ დოლარის საერთო მოცულობის ობლიგაციების პროგრამის პირველი ნაწილი.
„ვინაიდან პირველი ემისია ატარებს ერთგვარ გაცნობით ხასიათს ყაზახეთის კაპიტალის ბაზრის, ჩვენ ინვესტორებს შევთავაზეთ მიმზიდველი შემოსავლიანობა და ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის მოქნილი პირობები“, – განაცხადა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.
სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ აქვს Fitch-ის რეიტინგი BB+, რომელიც ერთ-ერთი საკუთესოა საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის. Fitch-ის ექსპერტების დასკვნა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ ეკუთვნის ყაზახურ “Halyk ჯგუფს” და აქვს დამფუძნებელი ბანკის მაღალი მხარდაჭერა. ხალიკ ჯგუფი წარმოადგენს ყაზახეთის უმსხვილეს ფინანსურ ჯგუფს, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან ივაჭრება და რომლის 2021 მოგებამაც 1,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ხალიკ ბანკი საქართველოში წარმოდგენილია 2008 წლიდან და ასევე ოპერირებს რეგიონის სხვა ქვეყნებში – უზბეკეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში და რ

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …