ენერგო-პრო ჯორჯიამ გარდაბანში მაღალი ძაბვის ახალი ქვესადგური ექსპლუატაციაში გაუშვა

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ გარდაბანში ახალი 110/35-10 კვ ძაბვის ქვესადგური ექსპლუატაციაში გაუშვა. ამ დროისთვის, დასრულდა ქვესადგურის გაშვების პირველი ეტაპი, რომლის საინვესტიციო ღირებულებამ 2,5 მლნ ლარი შეადგინა. 72 საათის განმავლობაში ქვესადგური საცდელ რეჟიმში იმუშავებს. შემდეგ, ჩვეულ რეჟიმში გადავა და ხელს შეუწყობს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნული ქვესადგური აშენდა ელექტროენერგიით მომარაგების გაზრდილი სიმძლავრეების დასაკმაყოფილებლად. ქვესადგურიდან ელექტროენერგია მიეწოდება ვაზიანის, საცხენჰესის, გამარჯვების დასახლებებს და მათ მიმდებარე ტერიტორიებს.
„მაღალი ძაბვის ქვესადგურის მშენებლობა დაიწყო 2021 წლის ივნისში. ამ დროისთვის დასრულდა პირველი ეტაპი და ქვესადგური ქსელში ჩაირთო. მალევე ვგეგმავთ მეორე ეტაპის განხორციელებას, რომლის დროსაც დამონტაჟდება ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორი. ის ასევე ხელს შეუწყობს აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. პროექტის მეორე ნაწილის ინვესტიციაც დაახლოებით შეადგენს 2,5 მლნ ლარს“ – განაცხადა სს ენერგო-პრო ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.
ახალი ქვესადგურის ექსპლუატაციაში გაშვებას, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და სემეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …