სსფ-სგან საქართველო $200 მლნ-ის საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დაფინანსებას უზრდის.

ფონდმა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვა დაასრულა და მიღწეული შეთანხმებით, საქართველოსთვის დაახლოებით 200 მლნ დოლარი დაუყოვნებლივ ასათვისებლად მას შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, რაც სსფ-ს აღმასრულებელი საბჭო მაისის დასაწყისში განიხილავს შეთანხმებას.

ფონდის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სსფ-ს გუნდი რეკომენდაციას იძლევა სსფ-ს მხარდაჭერის საერთო თანხის გაზრდის შესახებ ქვოტის 130%-ით (დაახლოებით $375 მლნ-ით), რაც მოეხმარება ჯანდაცვის და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებების დაფინანსებას, დააკმაყოფილებს COVID-19
პანდემიით გამოწვეულ საგადამხდელო ბალანსის საჭიროებებს; მოახდენს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მობილიზებას. ამ თანხის ნაწილი (დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი) იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას მოეხმარება სასწრაფო სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებაში.

“მეექვსე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომ თანხასთან ერთად, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში მიმდინარე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ქვოტის 155 პროცენტს (დაახლოებით 450 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …