სპორტულ ავტომობილზე აქციზი მცირდება

თბილისი (BPI) – სპორტულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის შემცირდება, – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადის თანხა არა მათი “ასაკის” და ძრავის მოცულობით, არამედ ფიქსირებულად, 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

ინიციატორი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საგადასახადო კოდექსში 2016 წელს განხორცილებული ცვლილების გამო, განბაჟება გაძვირდა და პრობლემა შეექმნა საავტომობილო სპორტს, გართულდა სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი და სპორტული ავტომობილების პარკი საგრძნობლად შემცირდა.

წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელია წლის განმავლობაში სპორტისათვის განკუთვნილი 20-30 ავტომობილის იმპორტირება, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს და ხელს შეუწობს ახალი თაობისა და მოყვარული ავტომრბოლელების ამ სახეობაში ჩართვას და მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს მოქმედ პროფესიონალ სპორტსმენებსაც.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …