სოჭი-ბათუმი-ტრაბზონის მიმართულებაზე საკრუიზო მიმოსვლის დაწყება იგეგმება

თბილისი (BPI) – 2019 წლის ბოლომდე სოჭს, ბათუმსა და ტრაბზონს შორის საკრუიზო მიმოსვლა დაიწყება. პროექტი შემუშავებულია ევროპული კომპანია Atlantic Duty-ის მიერ “სოჭის საზღვაო სავაჭრო პორტთან” თანამშრომლობით და საკურორტო ქალაქის მთავრობის მხარდაჭერით.

interfax-ის ინფორმაციით, კომპანია Atlantic Duty Free 2019 წლის ბოლომდე სოჭი-ბათუმი-ტრაბზონს შორის საკრუიზო მიმოსვლის დაწყებას განიხილავს. ბორანი 500-მეე მგზავრზე და 150 ავტომობილზე იქნება გათვლილი. რეისები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. რეისების მომსახურეობისთვის და სერვისის გაყიდვისთვის კომპანია სამივე ქალაქში ოფისების გახსნას გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …