სოფელ შილდაში, არყის სახდელი ქარხანა და საოჯახო მარანი აშენდა

ბაზისბანკი აგრძელებს აგრო მეწარმეების დაფინანსებას. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში, ყვარლის რაიონ სოფელ შილდაში, არყის სახდელი ქარხანა და საოჯახო მარანი აშენდა. აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, ბაზისბანკის მიერ, 220,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ბაზისბანკსა და აგრო მეწარმეს შორის პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან იღებს სათავეს. ფერმერი საკუთარ 10 ჰა საფერავის ვენახებს ფლობდა, ხოლო ბაზისბანკის ინვესტიციით, ნეკრესის მონასტრის ფერდობზე, 5 ჰა ფართობზე დამატებით გააშენა საფერავის ჯიშის ვენახი. მეურნეობის გაფართოების, სოფლის მეურნეობის სპეცტექნიკის შესაძენად და საბრუნავი საშუალებებისათვის, თანამშრომლობის პერიოდში, ბაზისბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ამჟამად, ვენახები უკვე სრულმოსავლიანია და პროდუქციის რეალიზება ქართულ ბაზარზე ხორციელდება. მეურნეობაში და საწარმოებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
„ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა წლების წინ დაიწყო. ბანკის ფინანსური ჩართულობითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს, საფერავის ჯიშის ვენახები 5 ჰექტარზე გავაშენეთ. ბიზნესის გაფართოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უკვე არსებულ ვენახებში, ბაზისბანკის მიერ, ყოველწლიურად ფინანსდება საბრუნავი საშუალებები, შევიძინეთ სოფლის მეურნეობის უახლესი ტექნიკა, მოვაწყეთ არყის და ღვინის საწარმო და მარანი.“ – აღნიშნა ინდ. მეწარმე დავით ლაფაჩიშვილმა
„მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებსა და კომპანიებთან თანაშრომლობას და ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას. ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს.“ – განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …