სომხურმა კომპანიამ ბათუმის და ნოვოროსიისკის პორტებს შორის რეგულარული საკონტეინერო გადაზიდვები დაიწყო. ორ საპორტო ქალაქს შორის გემები კვირაში ერთი სიხშირით მოახდენენ ოპერირებას. სომხეთის ხელისუფლება ასუბსიდირებს ტვირთის საზღვაო ტრანსპორტირებას რუსეთში, განუცხადა Sputnik-Armenia-ს C&M International-ის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა დავით ილოიანმა.
კომპანიამ საპილოტე ტვირთების გადაზიდვა რუსეთის პორტიდან საქართველოში ბათუმამდე და უკან 2023 წლის აპრილში შეასრულა. ახლა ამ მარშრუტზე რეისები რეგულარული გახდა. გემით გადაზიდვა სახელმწიფო სუბსიდიის ხარჯზე უფასოა, ტვირთის მფლობელები იხდიან მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტირების საფასურს სომხეთიდან ბათუმში და ნოვოროსიისკიდან რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებში.
ხომალდი გათვლილია 520 TEU-ზე. მისი დატვირთვა 20%-დან 70%-მდე მერყეობს.
ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტის დაფარვას დაახლოებით 18-დან 22 საათამდე სჭირდება. ნოვოროსიისკში ტვირთის გადატვირთვა გრძელდება 8-დან 12 საათამდე.
სომხური მედიის ცნობით, 2023 წლის 5 მაისს ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა გადაწყვეტილება შპს C&M International-ის (C&M International) აღიარების შესახებ ფოთის (საქართველო) და კავკასიის (რუსეთი) პორტებს შორის რეგულარული საბორნე მომსახურების ოპერატორად. საბორნე ტვირთის გადაზიდვის დაწყება იგეგმებოდა არაუგვიანეს 15 ივნისისა, განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა.