სოლიდარობას ალტერნატივა არ აქვს – BAG-მა და მისმა წევრმა კომპანიებმა C0VID19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად ₾5 მლნ გაიღეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ COVID19-თან  საბრძოლველად საკუთარი სახსრებიდან 300 000 ლარი გამოყო. ამას გარდა, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა “StopCov” ფონდში გადასარიცხად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი თანხები ჩარიცხეს:

 

1 სილქნეტი 1,000,000 ლარი
2 საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი 300,000 ლარი
3 ანაგი 300,000 ლარი
4 VTB ბანკი 200,000 ლარი
5 სოკარი 200,000 ლარი
6 თეგეტა მოტორსი 200,000 ლარი
7 ფილიპ მორის საქართველო 100,000 ლარი
8 BasisBank 100,000 ლარი
9 Euro Games Technologies საქართველო 50,000 ლარი
10 ლილო მოლი 20,000 ლარი
11 ელიტ ელექტრონიკსი 20,000 ლარი
12 ბორან მაინინგი 10,000 ლარი
13 მაგისტილი 10,000 ლარი
14 ლუტეცია 10,000 ლარი

აღნიშნულის პარალელურად, “StopCov” ფონდში პირდაპირი ფინანსური კონტრიბუცია გააკეთეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა შემდეგმა კომპანიებმა:

 

1 პე ეს პე ჯგუფი 300,000 ლარი
2 ემ კვადრატი 100,000 ლარი
3 DIRSI 100,000 ლარი

გარდა ფინანსური შენატანებისა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა აქტიური კონტრიბუცია გასწიეს სპეციალური სამედიცინო საშუალებების შეძენის გზით, კერძოდ:

 

1 ორბი 1,000,000 ლარი
2 სამედიცინო უნივერსიტეტი 1,000,000 ლარი

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო და არის ჩართული ეპიდემიის გავრცელების პრევენციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციასა თუ არსებული ვითარებით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების მოგვარების საქმეში. ჩვენ ასევე ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენი წევრების წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიკაციასა და მათი გადაჭრის გზების მოძიების კუთხით. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, რომელთა წინაშეც ადგილობრივი ბიზნესი უკვე დგას, ვფიქრობთ, რომ სოლიდარობას, ერთმანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს, რომელთაც ამ ძნელბედობის ჟამს საკუთარი ფინანსური წვლილი შეიტანეს პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კი საკუთარი სახსრებიდან პანდემიასთან ბრძოლისათვის 300,000 ლარი გამოყო.

ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეისათვის მდგარი რთული გამოწვევების დასაძლევად მსგავსი კონსოლიდაცია არის ბიზნეს სექტორის სოლიდარობის ნათელი მაგალითი. მისასალმებელია, რომ ჩვენი წევრი კომპანიების აქტიურობა COVID19-თან ბრძოლაში კვლავაც გრძელდება და ჩვენ საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას იმ დამატებითი კონტრიბუციების შესახებ, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრი კომპანიები პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად  გაიღებენ” – ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებაში.

“StopCov” ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

https://stopcov.ge

 

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …