“სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა” და “კია მოტორს ჯორჯიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი (BPI) – 11 სექტემბერს, „კია მოტორს ჯორჯიას“ შოურუმში, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმსა“ და „კია მოტორს ჯორჯიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ და „კია მოტორს ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი ამაშუკელმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიები მომხმარებლებს არაერთ ერთობლივ აქციას, კამპანიას, სიახლესა და სიურპრიზს შესთავაზებენ. რამდენიმე აქცია კომპანიის დირექტორებმა მემორანდუმის ხელმოწერის დღესვე გააჟღერეს.

შეთანხმების შედეგად, მომხმარებელი, რომელიც „კია მოტორს ჯორჯიაში“ ახალ ავტომობილს შეიძენს, სპეციალურ ენერჯი ბარათს მიიღებს, რომელზეც საჩუქრად დარიცხული ექნება 40 ლიტრი საწვავი. გარდა ამისა, აღნიშნული ენერჯი ბარათით, მომხმარებელი ბენზინსა და დიზელზე 20 თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ასევე, სპეციალური ენერჯი ბარათი გადაეცემათ „კია მოტორს ჯორჯიას“ ავტოსერვისის მომხმარებლებს. ბარათის მეშვეობით, ისინი „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავს 20 თეთრიანი ფასდაკლებით შეიძენენ. სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ „სოკარის“ ენერჯი ბარათის მფლობელებიც „კიას“ ავტომობილის შეძენისას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში, „სოკარის“ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე „კიას“ Pop-up შოურუმებიც მოეწყობა.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ და „კია მოტორს ჯორჯია“ მომხმარებელს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს და მათ შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …