თბილისი (BPI) – 2020 წელი „სოკარმა“ უამრავი სიახლით დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სხავდასხვა კონკურსსა და გათამაშებას სთავაზობს. ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში „სოკარი“ ფორმულა 1-ის საგზურებს ათამაშებს.
კონკურსი „ფორმულა“ პირველი თებერვლიდან დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა საცალო მომხმარებელს, ვინც ფლობს განახლებულ სტანდარტულ ენერჯი ბარათს და ავტომობილისთვის „სოკარის“ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელის ტიპის საწვავს მოიხმარს.
პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, ყოველ თვე, „სოკარი“ გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც თვის განმავლობაში ყველაზე მეტ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელს მოიხმარენ. ორივე გამარჯვებული დაჯილდოვდება საგზურით ბაქოში და 5-6-7 ივნისს გასამართ დაუვიწყარ ფორმულა-1-ის რბოლას დაესწრება. ჯამში, კომპანია „სოკარი“ ოთხი თვის განმავლობაში, 8 გამარჯვებულს გამოავლენს.
იმისთვის, რომ თვალი ადევნოთ კონკურსის მიმდინარეობას, შეგიძლიათ, მობილურ ტელეფონში გადმოწეროთ აპლიკაცია Socar Geo. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ, აკონტროლოთ საწვავის მოხმარება, მიიღოთ სიახლეები კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და შეამოწმოთ ყოველი თვის ჭრილში მოხმარებული საწვავის ოდენობა.