სმარტში სააღდგომო სამზადისია – კომპანია პასკებს მომხმარებელს 7 ლარიდან სთავაზობს


თბილისი (BPI) – განახლებული ფორმატის სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო.

ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო, ცუკატებით, თეთრი და შავი შოკოლადის პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება 7 ლარიდან იწყება.

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განავითარებს. მორიგი „სმარტის“ გახსნა სააღდგომოდ ბათუმში იგეგმება და წლის ბოლომდე „სმარტის“ სუპერმარკეტი ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ არგვეთასთან მშენებარე „ვისოლ ჯგუფის“ მორიგ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსშიც განთავსდება.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …