“სმარტმა” ბათუმში ახალი ფორმატის სუპერმარკეტი გახსნა

თბილისი (BPI) – სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ოდისეი დიმიტრაიდის ქ, #5-ში მორიგ სუპერმარკეტს ხსნის.

ახალგახსნილ „სმარტში“ 35 – მდე ადამიანი დასაქმდა.

დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 7 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით ახალგახსნილ „სმარტთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე 30 ლარის ღირებულების ნებისმიერი ტიპის საწვავის შეძენისას მომხმარებელი „სმარტის“ ახალ ობიექტზე საჩუქრად მიიღებს ენერგეტიკულ სასმელს  – „XL-ს“ და „სნიკერსს“. სასაჩუქრე ვაუჩერების განაღდება 20 მაისამდეა შესაძლებელი.

„სმარტის“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტში ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის 5000-მდე სახეობაა წარმოდგენილი. იქვე  მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.

“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში გააგრძელებს და უახლოეს მომავალში. „სმარტის“ სუპერმარკეტი ავტობანზე, სოფელ არგვეთასთან განთავსდება.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …