სიტუაცია კონტროლს ექვემდებერება – გამყრელიძე

თბილისი (BPI) – დაავადებათა კონტროლი გეგმა B-ზე გადავიდა, რაც ითვალისწინებს კვლევის დეცენტრალიზებას. დაემატება ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიები, თუმცა დასადასტურებლად ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა იტალიიდან გამოფრენილი მგზავრების საკარანტინო რეჟიმზე განაცხადა. რომიდან სპეცრეისი, რომელსაც 200-მდე მგზავრი მოჰყავს, 19:00 საათზე ცამოფრინდება.

გამყრელიძის თქმით, ისინი ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოყოფილ ახალ  სივრცეებში განთავსდებიან, მათ მონიტორინგს სამედიცინო პერსონალი გაუწევს.

გამყრელიძემ აღნიშნა, გრიპის საფრთხეებზე,  გაზრდილ მიმართვიანობასა და გამწვავებაზე ( 2-4%-ით) თუმცა დასძინა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს.

ცენტრის რეკომენდაციაა: საერთაშორისო  მოგზაურობის შეზღუდვა, არა მხოლოდ იტალიასა და სხვა რისკის შემცველ ქვეყნებში, არამედ  ყველა მიმართულებით;  საჭიროებისას თვითიზოლაცია; პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა.

მოუწოდა კერძო ლაბორატორიებს სოლიდარობისკენ, რომლებიც პარალალურად  კერძო მიმართვით იკვლევენ, თუმცა სისხლის მოლეკულური ანალიზით (არა ნაცხით) სისხლში კი ვირუსი ცირკულირებისას ვლინდება, როცა უკვე  ვირემიაა, ე. ი პროცესი როცა  წასულია და შესაბამისად დაგვიანებული.  ამირან გამყრელიძემ აღნიშნა ერთი გაიდლაინით კვლევის მიზანშეწონილობაზე. ფასზეც აღნიშნა 350-400 ლარი (თვითღირებულება)

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 114 000-ზე მეტი ინფიცირებულიდან, 25 000-ზე მეტი ჩინეთს გარეთაა, ყველაზე მეტი იტალიაში – 9 172 (7 513 – კორეა, 7 161-ირანი, 1 412 -საფრანგეთი, 1 224 – გერმანია, 1 235 -ესპანეთი იაპონია 534, აშშ- 729), ჩინეთზე 80 700 ინფიცირებული მოდის.

ეპიდსიტუაცია ჩინეთში უმჯობესდება, 26 ახალი შემთხვევაა მხოლოდ, სხვაგან უარესდება.

 

შემთხვევითი სიახლე

ჩინელი მწარმოებლები მაღაზიებს რუსულ ონლაინ პლატფორმებზე ხსნიან

რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული …