სილქ დაზღვევა თიბისის ქეისით

თბილისი (BPI) – სილქნეტი ფიქსირებული ქსელის აბონენტებს დააზღვევსბს და ზარალს თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს.

სილქ დაზღვევის სადაზღვევო პოლისით  იზღვევა მხოლოდ სახლის/ბინის შიდა მოპირკეთება;

•         მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება.

•         კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, და/ან გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა.

•         ხანძარი, აფეთქება.

•         ფასადის შუშის დაზიანება რაც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, კერძოდ: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი .

სილქ დაზღვევაზე   რეგისტრაცია მიმდინარეობს  Silk TV- მენიუდან და ასევე საინფორმაციო ცენტრ 2100-100-ში დარეკვით.  სახლის დაზღვევის მოთხოვნის შემდეგ აბონენტს უკავშირდება ოპერატორი და უაქტიურებს მომსახურებას. აბონენტის განაცხადის მიღების თარიღის მიუხედავად, დაზღვევის პოლისი გააქტიურდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

დაზღვევის პოლისის ყოველთვიური ღირებულებაა – 5₾

ჯამური სადაზღვევო ლიმიტი – 10,000₾ , არაუმეტეს 300₾ -1კვ/მ-ზე.

 სილქ დაზღვევის საფასურის გადახდა  შესაძლებელია ფიქსირებული მომსახურების გადასახადთან ერთად . სადაზღვევო შემთხვევას აანაზღაურებს  “თი-ბი-სი დაზღვევა”.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …