სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას ორი მუსიკალური გიგანტი, BILLBOARD და Deezer შეუერთდა

საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნად, ნიუ იორკში, საუთჰემპტონის ხელოვნების ცენტრში, თანამედროვე ჯაზის ლეგენდის, ვინტონ მარსალისის და ორკესტრის Jazz at Lincoln Center Orchestra – ს კონცერტი გაიმართა. ღონისძიება, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ჰემპტონის ჯაზის ფესტივალისა (Hamptons Jazz Festival) და წინანდლის ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და მას ამერიკისა და საქართველოს ბიზნესის, კულტურისა და დიპლომატიური სფეროს გამოჩენილი წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნის გარდა, მიღება მიეძღვნა საქართველოს წამყვან სატელეკომინიკაციო კომპანია სილქნეტსა და ორ ამერიკულ მედია გიგანტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას. უკვე დღეიდან, სილქნეტის ეკოსისტემას შეუერთდა ლეგენდარული ამერიკული მუსიკალური ბრენდი ბილბორდი და მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური სტრიმინგის პლათფორმა დიზერი.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ სილქნეტი ერთგვარი ხიდი იყოს საქართველოს და მსოფლიოს შორის, როგორც პირდაპირი გაგებითსატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის საშუალებით, ასევე დასავლეთის კულტურულ და გასართობ ინდუსტრიაში საქართველოს ინტეგრაციის სახით. იმედი მაქვს, რომ ეს ახალი პარტნიორობა, ასეთი მაღალი რეპუტაციის მსოფლიო ბრენდებთან, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას და კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მოიზიდავს. ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა და მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ. მადლლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმისთვის, რომ საქართელოს გვერდით დგას ბოლო 30 წელია. მადლობა, თანამედროვე ჯაზის ლეგენდას, ვინტონ მარსალისს, იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო ამ შესანიშნავ ღონისძიებაში. – გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მუსიკალურ ჟურნალისტიკაში ბილბორდი ოქროს სტანდარტს წარმოადგენს და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს, რადგან ის ინდუსტრიაში საუკეთესო ჩარტებს ქმნის და მუსიკის ნებისმიერი ჟანრის ყველაზე სრულყოფილ ბაზას აწარმოებს. მნიშვნელოვანია, რომ სილქნეტის და ბილბორდის თანამშრომლობის შედეგად, სწორედ დიზერსა და სხვა წამყვან საერთაშორისო თუ ქართულ მუსიკალურ პლატფორმებზე დაყრდნობით შეიქმნება პირველი ოფიციალური მუსიკალური ჩარტების სისტემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ასევე კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.  სტრიმინგ აპლიკაცია დიზერი, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, 90,000,000 + აუდიო კონტენტის კატალოგს თავაზობს 180-ზე მეტ ქვეყანაში, სილქნეტის მომხმარებლებისათვის  განსაკუთრებული პირობებით იქნება ხელმისაწვდომი.

ახალი პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს სილქნეტის ციფრულ ეკოსისტემას  და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი მუსიკალური კონტენტის შეთავაზების საშუალებას მისცემს.

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …