სიგარეტის ნამწვი, საღეჭი რეზინი, მზესუმზირის ნარჩენები – „სამწუხაროდ, დამრღვევები ძირითადად ტურისტები არიან“

„უკანონო გარევაჭრობის გარდა, ჩვენი ქვეითი ჯგუფი აჯარიმებს ყველა იმ პიროვნებას 80 ლარით, ვინც აბინძურებს გარემოს“,- ამის შესახებ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლაშა მაჭავარიანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ქუჩაში ძირითადად სამი სახის დარღვევა ფიქსირდება, ეს არის სიგარეტის ნამწვით, საღეჭი რეზინით, ან საკვების (მზესუმზირის) ნარჩენით გარემოს დაბინძურება. როგორც ლაშა მაჭავარიანი ამბობს, დამრღვევები ძირითადად ტურისტები არიან.

„უკანონო გარევაჭრობის გარდა, ჩვენი ქვეითი ჯგუფი აჯარიმებს ყველა იმ პიროვნებას 80 ლარით, ვინც აბინძურებს გარემოს. ეს იქნება მზესუმზირის ნარჩენები, საღეჭი რეზინის გადაგდება, გაჩერებული მანქანიდან თუ ისე, პირდაპირ ქუჩაში. ასეთი ფაქტი ძალიან ბევრია და სამწუხაროდ, დამრღვევები ძირითადად ტურისტები არიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ძირითადად სამი დარღვევაა, რომელზეც ქვეითი ჯგუფი მუშაობს, ეს არის სიგარეტის ნამწვით, საღეჭი რეზინით და სწრაფი კვების, მზესუმზირის ნარჩენით გარემოს დაბინძურება“,- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.

 

წყარო: bpn.ge/

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …