სიახლე PSP-სგან – ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია

PSP კვლავ სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას – ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ყველაზე განახლებადი ბრენდი SVR უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვის.

SVR-ის ისტორია 1962 წელს ფრანგი ფარმაცევტი ქალბატონის სიმონე ვერეტეს მიერ სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტებისგან ინოვაციური ფორმულებით დამზადებული პროდუქციით დაიწყო და დღეს მსოფლიოს 52 ქვეყანაში თავდაჯერებული ქალბატონებისა და მამაკაცების საყვარელ ბრენდად ჩამოყალიბდა. ბრენდის ფილოსოფია ემყარება „სილამაზე განწყობისთვის“ – კანის სიჯანსაღის გავლენას ადამიანის თავდაჯერებულობასა და განწყობაზე; „Look good- feel good” – თუ შენ კარგად გამოიყურები, თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს. ყევლა ტიპის კანისთვის შექმნილი დერმატოლოგიური კოსმეტიკის გამები ერთნაირად პოპულარულია როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში; მათ შორის ბავშვების ყველაზე სათუთი კანისთვის.

„SVR ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეფექტური, ჰიპოალერგიული, მაღალეფექტური დერმატოლოგიური კოსმეტიკის ბრენდია, რომლის ინოვაციური პროდუქციის შექმნაში მონაწილეობს მეცნიერთა საბჭო დერმატო-ალერგოლოგის, დერმატო -ფარმაკოლოგისა და ბიოქიიკოსის სამეცნიერი კონსულტანტების შემადგენლობით. პროდუქციის მაღალეფექტურობას აქტიური ინგრედიენტების მინიმალური კონცენტრაცია და ინოვაციური ფრომულები განაპირობებს. ჰიპოალერგიული ფორმულა, რომელსაც 100%-იანი ტესტირება აქვს გავლილი და მოწოდებულია ყველა ტიპის კანისთის, უსაფრთხოა ორსულებისთვისა და ოჯახის ყველა წევრისთვის. უახლოეს პერიოდში დღეებში PSP არაერთ საინტერესო და მსოფლიოში ცნობილ ბრენდს შესთავაზებს მომხმარებელს“ – აცხადებენ PSP-ში.

„თუ შენ კარგად გამოიყურები – თავდაჯერებული ხარ და კარგად გრძნობ თავს“ ამბობენ სიმონე და რობერტ ვერეტები და სწორედ ამიტომ ქმნიან SVR-ს – „სილამაზე განწყობისთვის“.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …