სიახლე: ლიბერთის ლოიალობის პროგრამას ‘CashBack’ Dressup ჯგუფი შემოუერთდა

დღეიდან, Dressup ჯგუფი ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ‘CashBack’-ის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებს ‘Dressup’ საქართველოში უკვე 25 წელზე მეტია წარმოადგენს.
პარტნიორობის აღსანიშნავად, 9 დეკემბერს ლიბერთის Mastercard ბარათების მომხმარებლებს Dressup ჯგუფის მაღაზიებში ყველაზე მაღალი 50% ქეშბექი მომენტალურად დაუბრუნდებათ. ქეშბექი ვრცელდება ნებისმიერ, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციებზეც მაღაზიებში:
LEE & WRANGLER – 50% ქეშბექი
LEVIS – 50% ქეშბექი
LACOSTE – 50% ქეშბექი
TOMMY JEANS – 50% ქეშბექი
ETAM – 50% ქეშბექი
JACK&JONES – 50% ქეშბექი
OUTLET – 50% ქეშბექი
ATRIO – 50% ქეშბექი
SAMSONITE – 50% ქეშბექი
GANT – 50% ქეშბექი
GREYDER – 50% ქეშბექი
GUESS – 50% ქეშბექი
KID’S GALLERY – 50% ქეშბექი
MAVI – 50% ქეშბექი
JEANS GALLERY/FACTORY – 50% ქეშბექი

აქციის ფარგლებში თითოეული მომხმარებლისთვის ერთ ობიექტში ქეშბექის ლიმიტი 300 ლარი იქნება. შეთავაზებით სარგებლობისთვის საკმარისია სასურველი ობიექტის შეთავაზების გააქტიურება www.cashback.ge-ზე ან მობილურ აპლიკაციაში და ლიბერთის Mastercard ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

„CashBack -ის და Dressup ჯგუფის დამეგობრება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა – ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს უკვე აქვთ საშუალება მათთვის საყვარელ 16 ბრენდში პროდუქცია შეიძინონ მუდმივი CashBack შეთავაზებით. სწორედ ამ სიახლესთან დაკავშირებით დავგეგმეთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ კომპანიებთან Dressup ჯგუფთან და Mastercard-თან ერთად ყველაზე მაღალი 50% CashBack აქცია, რაც ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის ერთგვარი წინასაახალწლო საჩუქარი იქნება. წლის მთავარი დღესასწაულისთვის ლიბერთის ბარათების მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე ელოდება“ – დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

სს ლიბერთი ბანკის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

შემთხვევითი სიახლე

ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს – ლაშა ხუციშვილი

ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი …